სერვისები

 

ტრანზაქციების პროცესინგი



სერვისი გულისხმობს ჯორჯიან ქარდის ქსელში ჩართული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, loyalty სერვის პროვაიდერების და სხვა საფინანსო ინსტიტუტების საბარათე ოპერაციების დამუშავებას;

წევრი ფინანსური ინსტიტუტებისთვის საკლირინგე ინფორმაციის მიწოდება/რეპორტინგს;

საერთაშორისო საგადახდო სისტემების უახლესი მოთხოვნების გათვალისწინებით წევრი ბანკების სადავო (თაღლითური, გასაჩივრებული ოპერაციები), და მაკორექტირებელი ოპერაციების მონიტორინგს და პროცესინგს.

ბარათების პერსონალიზაცია


ჯორჯიან ქარდში ხდება როგორც საბანკო, ასევე არასაბანკო (ფასდაკლების, საკლუბო, დაგროვების, იდენტიფიცირების და ა. შ.) ბარათების პერსონალიზაცია. არასაბანკო ბარათების დიზაინს განსაზღვრავს დამკვეთი და მისი სურვილით ხდება მათი ემბოსირებაც.

ჯორჯიან ქარდში არსებული თანამედროვე აპარატურა საშუალებას იძლევა მოხდეს ბარათზე დიზაინის სრული და ფერებში შეუზღუდავი დატანა, ასევე ნებისმიერი ტიპის ემბოსირება, რომელიც აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს.

3D საბარათე ოპერაციები


ჯორჯიან ქარდი-ს სისტემაში დანერგილია 3D უსაფრთხოების სერვისი, რომელშიც ჩართვა შესაძლებელია საპროცესინგოში გაერთიანებული და საგადახდო სისტემებში სერტიფიცირებული ფინანსური ინსტიტუტებისთვის.

3D უსაფრთხოების სერვისი წარმოადგენს უსაფრთხოების დამატებით შრეს სადებეტო და საკრედიტო ბარათებით ელექტრონული კომერციის (ონლაინ) ტრანზაქციების შესასრულებლად.

მახასიათებლები:

გააჩნია VBV (Verified by Visa), MasterCard Secure Code და AMEX Safe Key-ის მხარდაჭერა;

უპირატესობები:

ბარათის მფლობელის დაცვა არაავტორიზებული და თაღლითური ოპერაციებისგან.

ბარათების ტოკენიზაცია


ჯორჯიან ქარდში დანერგილია ბარათების ემულაციის (ტოკენიზაციის) სერვისი, როგორც Visa, ისე MasterCard-ის ტიპის ბარათებისთვის. ტოკენიზაციის პროცესი გულისხმობს სენსიტიური ინფორმაციის/საბარათე მონაცემების ცვლილებას ციფრული ექვივალენტით, რომელსაც იზოლირებულად არ გააჩნია სენსიტიური ღირებულება.

უპირატესობები:

სენსიტიური ინფორმაციის არსებობის მინიმიზაცია და დაცვა მისი ტოკენის ჩანაცვლების გზით;

ტოკენიზაცია ამარტივებს მერჩანტებისთვის PCI სტანდარტებთან შესაბამისობაში ყოფნას, რამეთუ საცალო ვაჭრობის წარმომადგენლებს არ უწევთ სენსიტიური/საბარათე ინფორმაციის შენახვა, დაცვა და ამისთვის სტანდარტების შესაბამისი გარემოს მოწყობა;

უკონტაქტო სტიკერები


მცირე ზომის უკონტაქტო ბარათი, რომელსაც უკანა მხარე წებოვანი აქვს და ხდება მისი მიკვრა სხვადასხვა ნივთებზე. მეტი კომფორტისთვის, ყველაზე ხშირად მას მობილურ ტელეფონზე აკრავენ. სერვისით სარგებლობა შესაძლებელია, როგორც სავაჭრო ობიექტების POS ტერმინალებში, ასევე მეტროს, ავტობუსის, მიკროავტობუსის და საბაგიროს მგზავრობის საფასურის გადახდისას. სტიკერის გამოყენებით კლიენტებს აქვთ საშუალება ბანკომატიდან თანხის განაღდების.

ფასდაკლების საბარათე სისტემა


სს ჯორჯიან ქარდი-ს საპროცესინგო სისტემაში ფასდაკლების ბარათების მომსახურეობისთვის შეიქმნა პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც სხვადასხვა ქმედების განხორციელების საშუალებას იძლევა. ლოიალობის მართვის სისტემის (Loyalty Management System) მიზანია ბაზრის ნებისმიერი სეგმენტისთვის აწარმოოს ფასდაკლების ბარათები და უზრუნველყოს მომხმარებლისთვის სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში წინასწარ განსაზღვრული ფასდაკლებების მიღება.
სერვისის აღწერა
დამკვეთის მოთხოვნით სს ,, ჯორჯიან ქარდი’’ ამზადებს პლასტიკურ ბარათებს, რომლებიც შემდგომში ურიგდებათ მფლობელებს. აღნიშნული ბარათით სარგებლობა მომხმარებელს შეეძლება ნებისმიერ ისეთ ობიექტში, რომლებიც აკმაყოფილებს შემდგომ პირობებს:
  • მოლაპარაკებულები არიან დამკვეთთან ამ ფასდაკლების ბარათების გამოყენებაზე,
  • დადგენილია შესაბამისი ფასდაკლების განაკვეთები და გაწერილია სისტემაში/პროგრამაში.
ფასდაკლების მიღება ხორციელდება POS ტერმინალის გამოყენებით. ლოიალობის ბარათის გატარების შემდგომ, მოწყობილობა აგზავნის ინფორმაციას სისტემაში/პროგრამაში, საიდანაც ბრუნდება ფასდაკლებული თანხა. სისტემიდან ინფორმაციის მიღების შემდეგ არსებული შუალედური აპლიკაცია მონაცემებს ამისამართებს LMS პროგრამაში, რომელიც თავის მხრივ ახორციელებს საჭირო გამოთვლებს და პასუხს აბრუნებს იმავე შუალედური რგოლის მეშვეობით. პროგრამული უზრუნველყოფა აღჭურვილია მრავალი ფუნქციით. მისი მეშვეობით შესაძლებელია მომხმარებელთა ადმინისტრირება, ბარათების შეკვეთა, ფასდაკლების ოპერაციების ნახვა, ფასდაკლებების გაწერა და სხვა.
LMS პროგრამის ფასდაკლების რეჟიმების მხარდაჭერა
 მერჩანტის (საცალო ვაჭრობის ან მომსახურების ობიექტი ) ჭრილში შესაძლებელია ფასდაკლების დარეგისტრირება სხვადასხვა პარამეტრით:
  • კონკრეტულ ტერმინალზე/ყველა ტერმინალზე
  • განისაზღვრება თარიღების მითითებით დაწყება/დამთავრება
  •  საათების მიხედვით
  • კვირის დღეების მიხედვით
  • თანხის მიხედვით 
პროდუქტის აღწერა
 
  • ფასდაკლების ბარათი
 
  • ISO 8583 სტანდარტის მაგნიტური ზოლის მქონე საგადახდო ბარათი, რომელზეც დატანილია ბარათის ტექნიკური მახასიათებლები;
  • ბარათზე გამორთულია კლიენტის ვერიფიკაციის რეჟიმები (მაგალითად PIN მოთხოვნა);
  • ბარათები მზადდება წინასწარ, უსახელო რეჟიმში და ნაკრების სახით გადაეცემა კომპანიას;
  • ბარათები მზადდება კლიენტის სასურველი დიზაინით და მათზე დაიტანება კომპანიის ლოგოტიპი;
  • ბარათები პერსონალიზებულია კომპანიისათვის მინიჭებული „ჯორჯიან ქარდის“ სისტემის ფარგლებში უნიკალური 9-ნიშნა BIN კოდით არაფინანსური საბარათე პროდუქტებისათვის;
ბარათების პერსონალიზების ვადა შეთანხმებადია,  განისაზღვრება კომპანიასთან წინასწარი შეთანხმებით და შესაძლებელია მათი მოქმედების ვადაზე ადრე შეწყვეტა;

რეკურენტული გადახდები


რეკურენტული, იგივე ავტომატურად განმეორებადი, გადახდები წარმოადგენს ისეთი ტიპის ოპერაციებს, როდესაც ბარათის მფლობელი უფლებას აძლევს online სავაჭრო წარმომადგენელს, რომ წინასწარ დადგენილი პერიოდულობით ავტომატურად მოახდინოს შერჩეული პროდუქციის ფასის შესაბამისი თანხის ჩამოჭრა ბარათის მფლობელის ანგარიშიდან. სერვისი, პირველ რიგში, ხელს უწყობს ბარათის მფლობელის დროისა და თანხის დაზოგვას.

ტექნიკური მხარდაჭერა


საოპერაციო დეპარტამენტის მხარადჭერის ჯგუფის დანიშნულებაა 24/7–ზე რეჟიმში ხელმისაწვდომი გახადოს კლიენტი კომპანიებისთვის მომსახურებისა და პროდუქტის შესახებ ინფორმაციის მიღება. ასევე გადახდების შეუფერხებელი შესრულების და სერვისების გამართულობის მონიტორინგი, ხოლო ინციდენტის დაფიქსირების შემთხვევაში პრობლემის მოგვარება და საჭიროებისას კომპანიის სხვა დეპარტამენტების/სამსახურების შეტყობინების უზრუნველყოფა.

ქსელის მენეჯმენტი და მონიტორინგი


ინსტალაცია გულისხმობს მოწყობილობაში საჭირო პროგრამის შეტვირთვას, რომლის მეშვეობით როგორც POS ტერმინალი, ასევე ATM (ბანკომატი) გამართულად და სრულფასოვნად მუშაობს.

ქსელის სრული მენეჯმენტი და მონიტორინგი გულისხმობს: POS ტერმინალის და ბანკომატის, 24/7 მონიტორინგს; ცხელ ხაზზე ნებისმიერი ტექნიკური შეფერხების დაფიქსირება; სატელეფონო კონსულტაცია 24/7 პერიოდში; დისტანციურად პრობლემის მოგვარებa; ექნიკური ჯგუფის მიერ უმოკლეს ვადებში არსებული მოწყობილობების შეკეთება-ამოცვლა (თბილისში – 12 საათის განმავლობაში, – რეგიონში – 24 საათში);