საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა

ჯორჯიან ქარდი სერტიფიცირებულია MaterCard, VISA, AmEx, Diners Club-ისა და Union Pay International-ის საგადახდო სისტემებთან.

მომხმარებელთა დაცვისა და საგადახადო უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, ასევე თაღლითობის ალბათობის მინიმუმამდე შესამცირებლად, ჯორჯიან ქარდი EMV  სტანდარტს როგორც კონტაქტური, ასევე უკონტაქტო ბარათებისთვის ფლობს, რომელიც, დამატებითი უსაფრთხოების საშუალებით, მომხმარებელთა დაცვას უზრუნველყოფს, ასევე, საბანკო თაღლითობასთან დაკავშირებულ ხარჯს მისი წევრი ბანკებისთვის ამცირებს.

ჯორჯიან ქარდი  საქართველოში ერთ–ერთ პირველ საპროცესინგო ცენტრს წარმოადგენს, რომელიც  საგადახადო ბარათის ინდუსტრიის მონაცემთა დაცვის სტანდარტებს (PCI DSS) შეესაბამება. 2010 წლიდან დღემდე წარმატებით გადის გლობალური საგადამხდელო დაცვის სტანდარტებთან შესაბამისობის აუდიტს. PCI DSS-ის პოლიტიკისა და პროცედურების რეგულარული და თანმიმდევრული დაცვა ხელს უწყობს ჯორჯიან ქარდს იყოს წევრი ორგანიზაციების სანდო პარტნიორი, უზრუნველყოს უსაფრთხო ტრანზაქციების განხორციელება და დაიცვას საბარათე მფლობელები მათი მონაცემების არამიზნობრივად გამოყენებისაგან.

ჯორჯიან ქარდი ასევე VISA PIN Security პროგრამის წევრია, რომლის აუდიტიც ბარათის მფლობელის საიდენტიფიკაციო ნომრის (PIN), კრიპტოგრაფია/შიფრაციის გასაღებების და სხვა პირადი მონაცემების კონფიდენციალურობას საბარათე ოპერაციების შესრულების დროს ამოწმებს. VISA PIN Security სერთიფიკატი ადასტურებს, ინფრასტრუქტურა და სისტემაში ჩართული მოწყობილობები ექსპლუატაცია მიმდინარეობს საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით.

ჯორჯიან ქარდის სისტემა გამართულად ფუნქციონირებს და სამუშაო პროცესების უწყვეტობას უსაფრთხოების სტანდარტების და პროცედურების სრული დაცვით უზრუნველყოფს. სასერვეროების დისტანცირება და სისტემის/მონაცემების დუბლირების/შენახვის პროცედურები სრულ შესაბამისობაშია, როგორც საგადახდო სისტემების სტანდარტებთან, ასევე მსოფლიო წამყვანი ტექნოლოგიური და ინფორმაციული კომპანიების რეკომენდაციებთან.